ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი და მიუნხენის “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი ჯანლუიჯი ბუფონს აკრიტიკებს იმ გოლის გამო, რომელიც იტალიელმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, დავიდ ალაბასგან გაუშვა.
მიმდინარეობდა “ბაიერნსა” და “იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრის პირველი წუთი, როდესაც ავსტრიელმა მარცხენა მცველმა ძალზე შორი მანძილიდან დაარტყა და გაიტანა. მართალია, ალაბას გატანაში რიკოშეტიც დაეხმარა, მაგრამ ბეკენბაუერი მაინც ბუფონს ადანაშაულებს.
“როგორ აირჩია ბუფონმა პოზიცია? ის პენსიონერს ჰგავდა. ალაბა 120 მეტრიდან ურტყამდა.
არ მინდა ბუფონს ვაწყენინო, მაგრამ მას ეს დარტყმა უნდა მოეგერიებინა. შესაძლოა, ის არ ელოდა, რომ ალაბა ამ დისტანციიდან დაარტყამდა.” – აცხადებს კაიზერ ფრანცი.