ფეხბურთი

22:27 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი: “ბრაზილიის განეიტრალება მხოლოდ გერმანიას შეუძლია”

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი მიიჩნევს, რომ ბრაზილიის ნაკრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მის ეროვნულ გუნდს შეუძლია.

“არსებობს ერთადერთი გუნდი, რომელსაც ბრაზილიელთა განეიტრალება შეუძლია და ეს გერმანიაა.

გერმანიის ნაკრებს, ამჟამად, თამაშის ახალი სტილი აქვს. ჩვენს გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ.

ტრადიციის თანახმად, კონფედერაციის თასზე გამარჯვების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი არავის მოუგია, რაც ბრაზილიისთვის კარგი არაა. თუმცა, კონფედერაციის თასზე ბრაზილიელებმა გვიჩვენეს, რა შეუძლიათ და ვფიქრობ, რომ საკუთარ კედლებში, მათ ასე კვლავ თამაში ძალუძთ.” – ციტირებს ბეკენბაუერის სიტყვებს FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11876