ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ლეიტონ ბეინსმა “ევერტონთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით 29 წლის მცველმა ლივერპულელებთან ახალი ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. აქამდე არსებული კონტრაქტის ვადა ბეინსს 2015 წელს ეწურებოდა.
“ევერტონის” მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის თქმით, ბეინსი გუნდის საკვანძო ფიგურაა. მიმდინარე სეზონში, მან “ევერტონის” შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. საერთოდ კი, ბეინსი ლივერპულელთა ღირსებას 2007 წლიდან იცავს და ამ ხნის განმავლობაში ხსენებული კლუბის მაისურით ყველა ტურნირში 263-ჯერ ითამაშა და 24 გოლი მიითვალა.