ფეხბურთი

22:30 | 23.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბეილს ხვალ წარადგენენ

 

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემიდან” გადაბირებული გარეტ ბეილის ოფიციალურ პრეზენტაციას ხვალ მოაწყობს. AS-ის ცნობით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” უკვე მიმდინარეობს სპეციალური სამუშაოები ლოჟაში, რომელიც ახალი ფეხბურთელების პრეზენტაციის დროს ყოველთვის გამოიყენება ხოლმე.

არსებული ინფორმაციით, ესპანურ გრანდს უელსელი ფეხბურთელის ტრანსფერი 100 მილიონ ევრომდე დაუჯდება. აღსანიშნავია, რომ “რეალს” ბეილის შეძენა ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა, უკვე გუშინ მადრიდელთა ინტერნეტ-მაღაზიაში ახალწვეულის მაისურების რეალიზაცია დაიწყო.

0.117516