ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონის “ტოტენჰემის” ლიდერს, გარეთ ბეილს გულშემატკივრები სიკვდილით ემუქრებიან.
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათს, “ტოტენჰემის” ოფისში ანონიმურმა პიროვნებამ დარეკა და განაცხადა, რომ ბეილის “რეალში” გადასვლის შემთხვევაში, ის უელსელს მოკლავდა.
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ერთ-ერთი ყველაზე მეტად აქტუალური თემა ბეილის “რეალში” შესაძლო გადასვლაა. ბოლო ინფორმაციით, უელსელი, რომელმაც მადრიდში გადაბარგების სურვილი საჯაროდ არაერთხელ გამოხატა, ლონდონელთა წინასასეზონო მზადებისთვის ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრება.