მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავ გარეტ ბეილს მომდევნო სეზონში კლუბთან ერთად წარმატების მიღწევა და „ოქროს ბურთის“ მოპოვება სურს. მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ უკანასკნელი მფლობელი უელსელის თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუა.
„ამ სეზონში, „ოქროს ბურთისა“ და „რეალთან“ ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მინდა.ვისურვებდი, მადრიდის „რეალი“ ყოველგვარი კითხვის გარეშე მიიჩნეოდეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბად“, - განუცხადა ბეილმა ესპანურ მედიას.
შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ უელსელი წელიწადის წინათ, ლონდონის „ტოტენჰემისგან“ შეიძინა. ბეილმა „რეალთან“ ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგა და კოპა დელ რეის თასი მოიგო.