მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა გარეტ ბეილმა “სამეფო კლუბის” ქომაგების მისამართით პირველი კომენტარი გააკეთა. 24 წლის უელსელის თქმით, “რეალში” თამაში მისი ოცნება იყო.
“აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. ჩემი ოცნება ახდა. მინდა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და იმედია, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ვიზეიმებ. “რეალში” თამაში ჩემი ოცნებაა. ასეთი თბილი დახვედრისთვის დიდ მადლობას გიხდით”, - განაცხადა ბეილმა.
შეგახსენებთ, რომ უელსელი მადრიდელთა რიგებში 11-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.