ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში თურქეთში “გალათასარაის” დამარცხების (6:1) შემდეგ, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა გარეტ ბეილმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაში ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რისთვისაც ის ესპანურ კლუბში გადავიდა.
“ჩემპიონთა ლიგაში თამაში “რეალში” ჩემი გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. “გალათასარაისთან” მატჩში მოედანზე გასვლა ძალიან კარგი იყო. საუცხოოა, რომ გუნდმა მოიგო და ამასთანავე, მეტოქის კარში 6 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, ჯერ მზად არ ვარ, რომ ყოველ მატჩში 90 წუთი ვითამაშო, მაგრამ ფორმაში თანდათან შევდივარ” – იუწყება მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სიტყვებს Sky Sports-ი.