მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის ლა ლიგის მომდევნო ტურში ითამაშებს.
ფეხის ტრავმის გამო, ბეილი, დღეს, ესპანეთის თასზე, “ოლიმპიკ შატივას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. AS-ის ცნობით, უელსელის დაზიანება სერიოზული არაა და ის გუნდს 22 დეკემბერს, “ვალენსიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაეხმარება.
გარეთ ბეილი “რეალში” გასულ ზაფხულში, 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მადრიდული გუნდის მაისურით ჩატარებულ 15 თამაშში მან 9 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.