თუკი ლონდონის “ტოტენჰემი” და მადრიდის “რეალი” გარეტ ბეილის ტრანსფერზე ვერ შეთანხმდებიან, უელსელი ნახევარმცველი ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერზე დაყენებას თავად მოსთხოვს. ამის შესახებ Marca იუწყება.
ამ გზით, ლონდონელთა ვარსკვლავი ტრანსფერის დაჩქარებას ეცდება. ახლო წარსულში, ანალოგიურად მოიქცნენ ლუკა მოდრიჩი და ჩაბი ალონსო, რომლებიც საბოლოოდ “რეალში” აღმოჩნდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, “ტოტენჰემი” ბეილის ტრანსფერში მოდრიჩის ჩართვას ითხოვს. მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია.