ლონდონის “ტოტენჰემის” უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილი ადასტურებს, რომ მას მადრიდის “რეალში” თამაში სურს.
“კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმება მიღწეული იყო. შემპირდნენ, რომ გამიშვებდნენ, თუ “ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებოდა.
“რეალმა” “ტოტენჰემს” შესაფერისი წინადადებით მიმართა და მე მადრიდულ კლუბში გადასვლა მინდა. იმედი მაქვს, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს დაიწყებს.” – ციტირებს ბეილის სიტყვებს Marca.