მადრიდის “რეალის” ახალწვეულმა გარეტ ბეილმა განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ 90 წუთის სათამაშოდ მზადაა. მოგეხსენებათ, ტრავმის გამო, 24 წლის უელსელი უკანასკნელ მატჩებში სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა.
“სადღეისოდ, კარგ ფორმაში ვარ და “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში პირველსავე წუთებიდან შემიძლია. უკანასკნელ კვირებში მუხლჩაუხრელად ვვარჯიშობდი. რა თქმა უნდა, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა მინდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი მიიღებს. “ელ კლასიკოში” 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, ეს მატჩი არასდროს დამავიწყდება”, - უთხრა ბეილმა AS-ს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი “ელ კლასიკო” შაბათს ჩატარდება.