საქართველოს ეროცვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველა ლიგაში მოასპარეზე “გაგრა”, მეკარე გიორგი ბეგაშვილმა დატოვა. ამის შესახებ “გაგრას” პრესსამსახური იუწყება.
ბეგაშვილი “გაგრელთა” რიგებში 2011 წლის ივნისში ჩაირიცხა და გუნდიდან კოკა სეფიაშვილის წასვლის შემდეგ, პირველი მეკარე გახდა. კონტრაქტის თანახმად., ის კლუბში კიდევ რამდენიმე თვე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ფეხბურთელი და კლუბის პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე ხელშეკრულების გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
2013 წლის 31 დეკემბრიდან 22 წლის ბეგაშვილი თავისუფალი აგენტია.
fcgagra.ge