ფეხბურთი

15:36 | 26.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბარტონმა, ნეიმარი ფეხბურთის ჯასტინ ბიბერიაო

 

 

რუსეთისა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩის შემდეგ, ფრანგული “მარსელის” ნახევარმცველმა ჯოი ბარტონმა ნეიმარი გააკრიტიკა. ინგლისელმა შუახაზელმა თავისი “ტვიტერის” გვერდზე ახალგაზრდა ბრაზილიელი მომღერალ ჯასტინ ბიბერს შეადარა.

“ნეიმარი ფეხბურთის ჯასტინ ბიბერია. ბრაზილიელი “იუთუბის” ვიდეოებში ბრწყინვალეა, მაგრამ რეალურად არაფერს წარმოადგენს. ნეიმარს რონალდუსა და მესის დონემდე ძალიან ბევრი უკლია. გეყოთ მისი გადამეტებული ქება! გოლები ბრაზილიის ჩემპიონატში? კარგით რა, ნუ მაცინებთ... თავის დროზე, 14-წლამდელთა ტურნირზე 77 გოლი გავიტანე. ის ტურნირი ბრაზილიის ჩემპიონატზე ძლიერი იყო”, - დაწერა ბარტონმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ბრაზილიის ნაკრებთა მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129026