ფეხბურთი

17:40 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბარტონი ტიაგუ სილვასაც დაუპირისპირდა

“მარსელის” ინგლისელ ნახევარმცველს, ჯოი ბარტონს, თავისი გამონათქვამების გამო, კიდევ ერთ ფეხბურთელთან უწევს დაპირისპირება. ამჯერად, მას ტიაგუ სილვამ უპასუხა.

ცოტა ხნის წინათ, ბარტონმა ნეიმარი და მთლიანად ბრაზილიის ნაკრები გააკრიტიკა. ამის შემდეგ, “სანტოსის” შემტევმა განაცხადა, რომ არ იცისი, ვინაა ჯოი ბარტონი. დაახლოებით მსგავსი, ოღონდ უფრო მწვავე კომენტარი გააკეთა ტიაგუ სილვამ.

“ბოლო დროს, “სელესაოს” კრიტიკა ხშირად მესმის. ამ საქმით “მარსელის” ერთი ფეხბურთელიცაა დაკავებული, რომლის სახელი არ მახსოვს. ის ინგლისელია, რომელიც იმით დამამახსოვრდა, რომ ნეიმარზე და ბრაზილიის ნაკრებზე ცუდად ისაუბრა. ის ასევე მოიქცა ბექჰემისა და იბრაჰიმოვიჩის შემთხვევაშიც.

ვინაიდან, ეს ფეხბურთელი არავის ახსოვს, ის ყურადღების მიქცევას ძლიერი ფეხბურთელების კრიტიკით ცდილობს. მას სურს, რომ ხალხმა მისი არსებობის შესახებ იცოდეს.

ამ ადამიანმა არ უნდა დაივიწყოს, რომ “სელესაოს” მაისურზე იმაზე მეტი ვარსკვლავია, ვიდრე სხვა რომელიმე ფორმაზე. ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, რაც დიდ პატივისცემას იმსახურებს.

მომხდარი მიძლიერებს სურვილს, რომ წარმატებებს მივაღწიო და ამ ინგლისელს მოვაკეტინო. რა იცის მან ბრაზილიური ფეხბურთის შესახებ? არ მახსენდება, მას ჩვენს წინააღმდეგ საკუთარი ქვეყნის ნაკრებში ეთამაშოს.” – ციტირებს ტიაგუ სილვას სიტყვებს L’Equipe.

ბარტონის პასუხმაც არ დააყოვნა. ინგლისელმა ტიაგუ სილვას Twitter-ის საშუალებით მიმართა. “ტიაგუ სილვა, ეს ის [ცენზურა], რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ტრავმირებულია. კიდევ ერთი გადაფასებული ბრაზილიელი.”

0.103148