ინგლისელ ჯოი ბარტონს სახელი იმდენად მაგარი ფეხბურთელობით არ გაუთქვამს, რამდენადაც თავისი გამოხდომები. ეს გამოხდომებია როგორც მინდორზე, ასევე მინდორს მიღმაც. “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველს სოციალური ქსელების მეშვეობით გალანძღული ჰყავს ზლატან იბრაჰიმოჩი, ტიაგო სილვა და კიდევ არაერთი ცნობილი ფეხბურთელი.
ამჯერად კი, ბარტონი თავისი Twitter-იდან მარიო ბალოტელის გადასწვდა:
"ბალოტელი? ის ფეხბურთის უდიდესი მითია. სამართლიანია, რომ მას ბევრი დასცინის. ახლა ხალხი ხვდება, თუ რამდენად კარგი იყო ლუის სუარესი. როგორ შეცვლით ასეთ ფეხბურთელს? ბალოტელით ნამდვილად შეუძლებელია".
ილია კახელიშვილი