ერთი შეხედვით, კატალონიის „ბარსელონასა“ და „მალიორკას“ მატჩი სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს გვპირდებოდა, მაგრამ ვინც ამ შეხვედრას 90 წუთი დაუთმო, ნამდვილად არ უნანია. დღევანდელ მატჩში იყო გოლებიც, ემოციური მომენტებიცა და მოულოდნელობებიც.
უპირველესად, აღსანიშნავია მრავალჭირნახული ერიკ აბიდალის დაბრუნება, რომელმაც მოედანზე უკანასკნელი 20 წუთი გაატარა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფრანგმა კვლავ მოირგო კატალონიელთა მაისური და მიმდინარე სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. გამოსარჩევია ისიც, რომ მექსიკელ ძმებს – ჯონათან და ჯოვანი დოს სანტოსებს ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში.
ბევრისთვის, მთავარი მოულოდნელობა ის იყო, რომ კრიტიკის ქარცეცხლში მყოფმა ფეხბურთელებმა – სესკ ფაბრეგასმა და ალექსის სანჩესმა ძალზე შედეგიანი მატჩი ჩაატარეს. ფაბრეგასმა კარიერაში პირველი ჰეთ–თრიქი შეასრულა და ამას საგოლე გადაცემაც დაუმატა, სანჩესი კი, 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.
მე–20 წუთზე, ფაბრეგასი აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია, ორიოდ წუთში კი, მეკარის მოგერიებულ ბურთს სანჩესმა დაამატა და 3 ქულის ბედიც გადაწყვიტა. ამის შემდეგ, კატალონიელებმა თავიანთი სიამოვნებისთვის დაიწყეს თამაში და საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს. ტაიმის მიწურულს, კიდევ ერთი შედეგიანი 2–წუთიანი მონაკვეთი იყო – ფაბრეგასმა და სანჩესმა თითო გოლი მიითვალეს და დუბლებიც გაიფორმეს.
მეორე ტაიმის დებიუტში, ფაბრეგასმა ანდრეს ინიესტას ბრწყინალე გადაცემა დაუფასა და როგორც შემდეგ გაირკვა, „მალიორკას“ განადგურება ამით დაასრულა – 5:0.
მშვიდად და დიდი ანგარიშით იმარჯვა მადრიდის „რეალმაც“, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ლევანტეს“ ეთამაშა. შეხვედრის პირველ ნახევარში, „სამეფო კლუბისთვის“ მოვლენები არცთუ სასიამოვნოდ განვითარდა – ვალენსიელთა სწრაფი კონტრშეტევა მიჩელმა დააგვირგვინა გოლით და მადრიდელი ქომაგები აანერვიულა. მასპინძელთათვის საბედნიეროდ, ტაბლოზე ეს ანგარიში დიდ ხანს არ ყოფილა, რადგან 36–ე წუთზე, ხაბი ალონსოს ჩაწოდების შემდეგ, გონსალო იგუაინმა ვარდნაში ბრწყინვალე დარტყმა შეასრულა და სეზონის თუ არა, ტურის საუკეთესო გოლი ნამდვილად გაიტანა – 1:1. რამდენიმე წუთში, სტუმრთა ფეხბურთელმა საჯარიმო მოედანში ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა, რომელიც ბრაზილიელმა კაკამ აქცია გოლად.
ამგვარად, მადრიდელები შესვენებაზე მაინც უპირატესობით გავიდნენ და ისღა დარჩენოდათ, მეორე ტაიმში ანგარიშის გაზრდაზე ეზრუნათ. 84–ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა რონალდუმ იგუაინისგან მიიღო ბურთი და ხელსაყრელი პოზიციიდან მორიგი გოლის გატანა არ გასჭირვებია.
მატჩის დასკვნით 5 წუთში, გერმანიის ეროვნული ნაკრების პლეიმეიკერმა მესუთ იოზილმა გაიბრწყინა – დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე 5:1 „აანთო“.
რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4–ფინალისტი „მალაგა“ სან სებასტიანს ეწვია და ადგილობრივ „სოსიედადთან“ 4:2 დამარცხდა, აუთსაიდერმა „დეპორტივომ“ კი, „სარაგოსას“ 3:2 სძლია.
სან სებასტიანი. „ანოეტა“.
სოსიედადი – მალაგა 4:2 (3:1)
სოსიედადი: ბრავო, გონსალესი, დე ლა ბელია, კ.მარტინესი, ი.მარტინესი, ილიარამენდი, სუტურუსა (პარდო 31), ბერგარა, გრიზმანი (იფრანი 85), აგირეჩე, ველა (ესტრადა 66).
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
მალაგა: კამენი, ლუგანო, ველიგტონი, ანტუნეში, სანჩესი, იტურა, კამაჩო (ბაპტიშტა 75), მორალესი (პიასონი 64), პორტლიო (დუდა 57), სანტა კრუსი, ფერნანდესი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 1:0 ველა (21), 2:0 დე ლა ბელია (24), 3:0 გრიზმანი (30), 3:1 მორალესი (41), 4:1 მარტინესი (51), 4:2 სანტა კრუსი (70)
გაფრთხილებები: დე ლა ბელია (56), პარდო (60) – კამაჩო (47), ფერნანდესი (72)
კარში დარტყმა: 9 (8) – 6 (2) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 5 - 2 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 0 – 2
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 75000
რეალი – ლევანტე 5:1 (2:1)
რეალი: ლოპესი, არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო, ალონსო, მოდრიჩი, კალეხონი (რონალდუ 46), კაკა (დი მარია 57), ბენზემა (იოზილი 76), იგუაინი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
ლევანტე: მუნუა, ლელი, ბალესტეროსი, ვინტრა, ხუანფრანი, დიოპი, იბორა, რიოსი (ვალდო 68), გარსია, მიჩელი (ბარკერო 76), აკვაფრესკა (ელ–ზჰარი 69).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
გოლები: 0:1 მიჩელი (31), 1:1 იგუაინი (36), 2:1 კაკა (39), 3:1 რონალდუ (84), 4:1 იოზილი (87), 5:1 იოზილი (90)
გაფრთხილება: რამოსი (60)
კარში დარტყმა: 27 (13) – 9 (3) ჯარიმა: 10 - 8 კუთხური: 6 - 5 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 71% - 29% სეივი: 3 – 8
ლა კორუნია. „რიასორი“. 27000
დეპორტივო – სარაგოსა 3:2 (2:2)
დეპორტივო: არანსუბია, მარჩენა, პაბლო (აიოსე 87), აიტამი (კაშტრუ 61), სილვიუ, ვალერონი, აგილარი, დომინგესი, გამა, რიკი (სალომანი 74), პიცი.
მწვრთნელი: ფერნანდო ვასკესი
სარაგოსა: ხიმენესი, სეპუნარუ, ლოვენსი, მინერო, გონსალესი, რომარიკი (ბენვენიუ 77), მოვილია, მონტანიესი, ორიოლი (როდრიგესი 62), პოშტიგა, როდრი (კარმონა 85).
მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი
გოლები: 1:0 გამა (11), 1:1 პოშტიგა (16პ.), 1:2 მონტანიესი (35), 2:2 მარჩენა (41), 3:2 მინერო (56ს.კ)
გაფრთხილებები: აიტამი (15), აგილარი (35), პაბლო (47), რიკი (57), მარჩენა (66) – სეპუნარუ (22), მინერო (40), ხიმენესი 956), ლოვენსი (71)
გაძევება: მინერო (81)
კარში დარტყმა: 9 (8) – 4 (3) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 5 - 3 თამაშგარე: 7 - 4 ბურთის ფლობა: 62% - 38% სეივი: 1 – 4
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 66000
ბარსელონა – მალიორკა 5:0 (4:0)
ბარსელონა: პინტო, ალვესი, პიკე (აბიდალი 70), ბარტრა, მონტოია, ინიესტა (ჯონათან დოს სანტოსი 50), ტიაგო, სონგი, ფაბრეგასი (დეოლოფეუ 65), სანჩესი, ტელიო.
მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა
მალიორკა: ავატი, ჰატონი, ნუნეში, კევინი, ბიხასი, პინია (მარკესი 71), ტისონე, ნსუე (მარტი 46), ჯოვანი დოს სანტოსი, ალფარო, ჰემედი (არისმენდი 46).
მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო
გოლები: 1:0 ფაბრეგასი (20), 2:0 სანჩესი (22), 3:0 ფაბრეგასი (37), 4:0 სანჩესი (39), 5:0 ფაბრეგასი (46)
გაფრთხილებები: სანჩესი (75) – ალფარო (64)
კარში დარტყმა: 16 (9) – 5 (2) ჯარიმა: 12 - 13 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 2 - 2 ბურთის ფლობა: 71% - 29% სეივი: 3 – 4