კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ესპანური მედიასაშუალებების ინფორმაციით, “ბლაუგრანა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” თავკაცის – ანდრე ვილაშ-ბოაშის კანდიდატურას განიხილავს.
დიდია ალბათობა იმისა, რომ კატალონიელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ხერარდო მარტინო დაითხოვონ. “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნითა და პრიმერა დივიზიონში საჩემპიონო შანსების შემცირებით უკმაყოფილოა და სეზონის დასრულების შემდეგ ცვლილებებს გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვილაშ-ბოაშის გარდა, კატალონიელები იურგენ კლოპის, ერნესტო ვალვერდეს, დიეგო სიმეოენსა და ლუის ენრიკეს კანდიდატურებსაც განიხილავენ.