ფეხბურთი

19:04 | 16.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონასა” და “მანჩესტერს” ვერატი სურთ

“პარი სენ ჟერმენის” იტალიელი ტალანტის, მარკო ვერატის შეძენის სურვილს “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამენ. აღნიშნულ ინფორმაციას ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს.

“მარკოს სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული. საუბარია იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ გუნდებზე. შემიძლია გითხრათ, რომ “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ. სერ ალექს ფერგიუსონი ვერატის ტალანტის თაყვანისმცემელი უკვე დიდი ხანია რაც არის. თუმცა, ჯერჯერობით, მარკო გუნდის გამოცვლას არ აპირებს.” – აცხადებს ვერატის აგენტი, დონატო დი კამპლი Le 10 Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

0.11396