ფეხბურთი

16:20 | 12.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" უპრეზენტაციო ტრანსფერი

 

უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ კატალონიის "ბარსელონამ" ურუგვაელი ფეხბურთელი ლუის სუარესი 75 მილიონ გირვანქად შეიძინა და ეს ინფორმაცია, “ლივერპულის" ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა. თუმცა "ბარსელონას" ერთი პრობლემა მაინც აქვს - კლუბი ლუის სუარესს ოფიციალურად ვერ წარადგენს.

მას შემდეგ, რაც ფიფამ სუარესი კიელინის კბენისთვის მკაცრად დასაჯა, ურუგვაელს უფლება არ აქვს 4 თვის განმავლობაში, ნებისმიერ სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღოს. ბრიტანული მედიის ცნობით, კატალონიელები ფეხბურთელს ვერ წარადგენენ და ვერც პრესკონფერენციას გამართავენ.

ფიფამ ფეხბურთელს კლუბში მხოლოდ სამედიცინო შემოწმების ნება დართო. შეგახსენებთ, რომ საკლუბო დისკვალიფიკაციის გამო, სუარესი "ბარსელონას" ნოემბრამდე ვერ დაეხმარება.

ფიფამ ურუგვაელ თავდამსხმელს მკაცრი სასჯელის შემდეგ, მდგომარეობა შეუმსუბუქა და ვარჯიშის ნება დართო. სუარესი "ბარსელონაში" 9-ნომრიან მაისურს მორგებს.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114562