ფეხბურთი

9:45 | 16.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” “შავი სია”: ვილია, აბიდალი, ადრიანო...

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონას” შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდება. Sport.es-ის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გუნდში მხოლოდ 30 ფეხბურთელის დატოვებას გეგმავს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “კამპ ნოუს” დავიდ ვილია, ადრიანო, ერიკ აბიდალი, ჯონათან დოს სანტოსი, ბოიან კრკიჩი, ისააკ კუენკა, იბრაჰიმ აფელაი, ანდრეუ ფონტასი, ოიერი და მარკ მუნიესა დატოვებენ. ამით, “ბარსელონა” ფინანსურ ხარჯებს შეამცირებს და ნაკლებად სასარგებლო ფეხბურთელებსაც დაემშვიდობება.

ჯერჯერობით, კატალონიელებს ყველა დანარჩენი ფეხბურთელის იმედი აქვთ. საბოლოოდ არ გადაწყვეტილა მეკარე ვიქტორ ვალდესის საკითხი, რომელთანაც სამწვრთნელო შტაბი სეზონის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

0.111614