კატალონიურმა “ბარსელონამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-10 ტურში მადრიდის “რეალი” 2:1 რომ დაამარცხა, 28 ქულა მოაგროვა და კლუბის არსებობის ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი აჩვენა.
1991/92 წლების სეზონში, მსგავსი შედეგი მადრიდის “რეალს” ჰქონდა, რომელმაც მაშინ 10 ტურის შემდეგ ასევე 28 ქულა მოაგროვა.
წლევანდელ გათამაშებაში კატალონიელები ჯერჯერობით პირველ ადგილზე არიან და მადრიდის “ატლეტიკოს” 1 ქულით უსწრებენ. მათი გატანილ-გაშვებული ბურთების სხვაობა +23-ია.