კატალონიის “ბარსელონა” ბრაზილიური “სანტოსის” ვარსკვლავის – ნეიმარის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონის საწყის ეტაპზევე გეგმავს. Marca-ს ცნობით, “ბლაუგრანამ” ტრანსფერის გასაჩარხად 60 მილიონი ევრო გამოყო.
პირველად, კატალონიელებმა ნეიმარის შეძენა 2 წლის წინათ სცადეს და ბრაზილიელებს 40 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც “სანტოსმა” უარი თქვა. სადღეისოდ, ნეიმარისადმი ინტერესს მადრიდის “რეალიც” იჩენს, რაც ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს კიდევ უფრო ზრდის.
თუკი “ბარსელონა” ნეიმარში 60 მილიონ ევროს გადაიხდის, სხვა ტრანსფერებისთვის ძალზე მცირე რაოდენობის თანხებიღა დარჩება.