კატალონიური “ბარსელონას” გულშემატკვირების 45%-ს გუნდის “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევის, უეინ რუნით გაძლიერება სურს. აღნიშნულ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.
კატალონიური პრესის ცნობით, ქალაქ ბარსელონაში სოციალური გამოკითხვა ჩატარდა, რომლის მთავარი კითხვა იყო – “რომელ თავდამსხმელს ისურვებდით ახალ სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში?” გამოკითხულთა 35%-მა უეინ რუნი ისურვა. 27%-ით, მე-2 ადგილზე რობერტ ლევანდოვსკი გავიდა. “ბარსას” გულშემატკივრების 18%-ს მიაჩნია, რომ კატალონიელებს ახალი თავდამსხმელი არ ჭირდებათ. ხმების 9% მოაგროვა ფერნანდო ტორესმა, ხოლო სერხიო აგუეროს 5% ხვდა წილად.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, უეინ რუნის “ბარსელონაში” გადასვლა გამორიცხული სულაც არაა, მაგრამ “მანჩესტერის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი აცხადებს, რომ რუნი არ იყიდება.