ფეხბურთი

2:31 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ საქმე გაირთულა, მაგრამ მოიგო

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–3 ტური გათამაშების ფავორიტებისთვის – „ბარსელონასა“ და „რეალისთვის“ კვლავაც იღბლიანი გამოდგა. „ვილიარეალისა“ და „ატლეტიკოს“ მსგავსად, კარლო ანჩელოტისა და ხერარდო მარტინოს გუნდებიც უდანაკარგოდ ასპარეზობენ.

იოლი გასეირნება ჰქონდა „სამეფო კლუბს“, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბილბაოს“ დაუხვდა. მადრიდელთა შემადგენლობაში აშკარად გამორჩეული იყო ახალწვეული ისკო, რომელიც თავის გუნდს 2 გოლით დაეხმარა. ანგარიშიც სწორედ „მალაგას“ ყოფილმა ნახევარმცველმა გახსნა – კარიმ ბენზემას პასის შედეგად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ბურთი კარში იოლად მოათავსა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე, ანხელ დი მარიას ჩაწოდებულ ბურთს კრიშტიანუ რონალდუმ დაჰკრა თავი და თავისი გუნდი შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით გაიყვანა. 73–ე წუთზე, ისკომ დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან დაჰკრა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ბასკებმა მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს – 3:1.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კატალონიის „ბარსელონას“ „მესტალიაზე“ მძიმე მატჩი ჰქონდა. არადა, ტატა მარტინოს გაწვრთნილებმა „ვალენსიასთან“ თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოეს, მაგრამ ტაიმის მიწურულს, თითქმის სრულად გაანიავეს.

მე–11 წუთზე, ლიონელ მესიმ სესკ ფაბრეგასს ბრწყინვალე პასი დაუფასა და კატალონიელები წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის დასკვნით წუთებში, მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა და 4 გოლიც გავიდა. ორწუთიან მონაკვეთში, მესი უკვე ჰეთ–თრიქის ავტორი იყო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, კატალონიელებმა იმდენი მოახერხეს, რომ ვალენსიელ ელდერ პოშტიგას 2 ბურთი გაატანინეს – 2:3.

მე–2 ტაიმში, ძალზე დაძაბული ორთაბრძოლა გაჩაღდა და ორივე გუნდს ჰქონდა საკმარისი საგოლე მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

როგორც უკვე ვთქვით, კვლავ უდანაკარგოა მადრიდის „ატლეტიკო“, რომელმაც ამჯერად ჩემპიონთა ლიგაში მებრძოლი „რეალ სოსიედადი“ სტუმრად დაამარცხა. უგოლოდ დასრულდა „ესპანიოლისა“ და „ბეტისის“ მატჩი, „სევილიამ“ და „მალაგამ“ კი, 2–2 გოლი და თითო ქულა გაცვალეს.

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 73000

რეალი – ბილბაო 3:1 (2:0)

რეალი: ლოპესი, არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო (კარვახალი 87), ხედირა (კასემირო 70), მოდრიჩი, დი მარია, ისკო, რონალდუ, ბენზემა (ხესე 73).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბილბაო: ერერინი, ირაოლა, ლაპორტი, ბალენსიაგა, გურპეგი, იტურასპე (მორანი 46), ბენიატი, სუსაეტა, რიკო (დე მარკოსი 46), ადურისი, მუნიაინი (გომესი 66).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: 1:0 ისკო (26), 2:0 რონალდუ (45), 3:0 ისკო (73), 3:1 გომესი (80)

გაფრთხილება: ხედირა (28) – გურპეგი (21), ბენიატი (67)

კარში დარტყმა: 20 (7) – 12 (2) ჯარიმა: 15 - 13 კუთხური: 9 - 6 თამაშგარე: 10 - 1 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 1 – 4

 

ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 24000

ესპანიოლი – ბეტისი 0:0

ესპანიოლი: კასილია, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (ლანსაროტე 69), სანჩესი (გონსალესი 86), ლოპესი, გარსია, სტუანი, პიცი (ბიფუმა 58).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

ბეტისი: სარა, ნაჩო (ხუანფრანი 17), ჩიკა, ამაია, ფიგერასი, ვერდუ, ტორესი, იგებორი, მაბვატი, კარლოსი (მატილია 48), მოლინა (როდრიგესი 71).

მწვრთნელი: პეპე მელი

გაფრთხილება: სტუანი (58), გონსალესი (90) – ტორესი (65), ამაია (76), ვერდუ (80), მატილია (84)

კარში დარტყმა: 10 (3) – 8 (3) ჯარიმა: 19 - 14 კუთხური: 7 - 7 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 44% - 56% სეივი: 3 – 3

 

სან სებასტიანი. „ანოეტა“. 27700

სოსიედადი – ატლეტიკო 1:2 (0:1)

სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი (პარდო 82), დე ლა ბელია, ი.მარტინესი, კადამურო, პრიეტო, სურუტუსა, ბერგარა (ელუსტონდო 58), გრიზმანი, ველა, სეფეროვიჩი (გრანერო 67).

მწვრთნელი: ხარობა არასატე

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, გაბი, სუარესი, თურანი (როდრიგესი 87), კოკე, ვილია (გარსია 82), კოსტა (ადრიანი 90).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 0:1 ვილია (27), 0:2 კოკე (56), 1:2 ხაბი პრიეტო (69)

გაფრთხილება: სუტურუსა (65), ბრავო (90) – თურანი (25), სუარესი (53), გაბი (73), ლუისი (79)

კარში დარტყმა: 10 (4) – 15 (9) ჯარიმა: 19 - 21 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 7 – 3

 

ვალენსია. „მესტალია“.

ვალენსია – ბარსელონა 2:3 (2:3)

ვალენსია: ალვესი, რამი, კოშტა, პერეირა, გუარდადო, ფუეგო, პაბონი, ბანეგა (ფეგული 68), კანალესი (ჟონასი 68), მიჩელი (პარეხო 82), პოშტიგა.

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, ჟორდი ალბა, მასკერანო, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (დოს სანტოსი 80), ინიესტა, პედრო (ტელიო 71), მესი, ნეიმარი (სერხი რობერტო 90).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

გოლი: 0:1 მესი (11), 0:2 მესი (39), 0:3 მესი (41), 1:3 პოშტიგა (45), 2:3 პოშტიგა (45)

გაფრთხილება: პერეირა (17) – ჟორდი ალბა (29), ალვესი (65), ნეიმარი (74)

კარში დარტყმა: 16 (10) – 20 (9) ჯარიმა: 20 - 11 კუთხური: 5 - 7 თამაშგარე: 2 - 4 ბურთის ფლობა: 36% - 64% სეივი: 6 – 8

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“.

სევილია – მალაგა 2:2 (1:1)

სევილია: ვარასი, კოკე, რუისი, ნავარო, მორენო, მბია (იბორა 81), რაკიტიჩი, რაბელიო (მაჩინი 55), პეროტი, გამეირო, ბაკა (სამპერიო 70).

მწვრთნელი: უნაი ემერი

მალაგა: კაბალიერო, ხამესი, სანჩესი, ანხელერი, ანტუნეში, დარდერი, ტისონე, დუდა, მორალესი (პორტილიო 47), ოლინგა (ელიზეუ 61), სანტა კრუსი (ელ–ჰამდაუი 77).

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

გოლი: 0:1 მორალესი (40), 1:1 გამეირო (44)

გაფრთხილება: მბია (31), რუისი (60), რაკიტიჩი (74) – დარდერი (17), სანჩესი (29), ანხელერი (34)

გაძევება: დუდა (90)

კარში დარტყმა: 15 (7) – 15 (6) ჯარიმა: 17 - 13 კუთხური: 10 - 1 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 64% - 36% სეივი: 4 – 5

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112691