ფეხბურთი

11:07 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” როდრიგესისთვის 90 მილიონი გადადო

 “მონაკოს” კოლუმბიელ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესისთვის ბრძოლაში “ბარსელონაც” ერთვება. Eლ ჩონფიდენციალ-ის ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს და უკვე ოფიციალური შეთავაზებაც გაამზადა, ოღონდ ეს ტრანსფერი მომავალ ზაფხულს უნდა განხორციელდეს.

ხამეს როდრიგესით დაინტერესებულ კლუბთა ჩამონათვალს აქამდე სათავეში მადრიდის “რეალი” ედგა. ამ შემთხვევაში ფინანსურ დეტალებზე არავინ საუბრობს. ის კი გარკვეულია, რომ როდრიგესი “სამეფო კლუბთან” მოლაპარაკების შემთხვევაშიც ერთი წლის შემდეგ დატოვებს საფრანგეთს.

კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ახლახან ჟურნალისტებს უთხრა, რომ, ევროპულ გრანდში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს, მაგრამ მომავალი სეზონის ისევ “მონაკოში” გატარება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.139692