კატალონიის “ბარსელონამ” მიუნხენის “ბაიერნს” ტონი კროოსის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “კიკერი” იუწყება.
თავის მხრივ, კროოსის შეძენის იმედს არ კარგავს “მანჩესტერ იუნაიტედი”, რომელიც ნახევარმცველის შეძენას დიდი ხანია ცდილობს. გერმანელის ხილვის სურვილი მადრიდის “რეალსაც” აქვს.
მოგეხსენებათ, სადღეისოდ, კროოსი გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება და მისი საკლუბო მომავალიც მუნდიალის დასრულების შემდეგ გაირკვევა.