ფეხბურთი

17:55 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” ჰალილოვიჩის ტრანსფერი დაადასტურა

ხორვატი ამომავალი ვარსკვლავი ალენ ჰალილოვიჩი “ბარსელონას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

კატალონიურმა კლუბმა ზაგრების “დინამოსთან” და მის 17 წლის შემტევ ნახევარმცველთან შეთანხმებას ჯერ კიდევ მარტში მიაღწია. მოგვიანებით, FIFA-მ “ბარსას” ტრანსფერი აუკრძალა და ჰალილოვიჩის ესპანეთში გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ცოტა ხნის წინათ, FIFA-მ “ბარსელონასთვის” დაწესებული შეზღუდვა შეაჩერა, რასაც კატალონიურ გუნდში ჯერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის, ახლა კი ალენ ჰალილოვიჩის გადასვლა მოჰყვა. “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ხორვატმა ფეხბურთელმა კლუბთან 2019 წლამდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა. ის, თავიდან, “ბარსა ბ”-ში ითამაშებს.

0.125575