ფეხბურთი

5:16 | 27.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ „რეალი“ კვლავ ჩამოიტოვეს

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სათავეში მხოლოდ ერთი დღე გაატარა. კვირას, „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ თავიანთი მატჩები მოიგეს და გათამაშებაში ორხელისუფლიანობა აღადგინეს.

ხერარდო მარტინოს დამოძღვრილმა კატალონიელებმა „კამპ ნოუზე“ „მალაგას“ უმასპინძლეს და დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვეს. მე–40 წუთზე, ჟერარ პიკეს კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მიუვიდა და პრიმერას მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორე გოლი მიითვალა.

მე–2 ტაიმში, ლიონელ მესიმ პედრო როდრიგესი მოძებნა და ესპანელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან იხეირა, რითაც მასპინძლებს 3 ქულა თითქმის გაუნაღდა. კატალონიელებმა ეს არ იკმარეს და სტუმართა კარი მესამედაც დალაშქრეს – ალექსის სანჩესმა პედროს პასი დაუფასა და ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა.

„რაიო ვალიეკანოსთან“ მადრიდულ დერბიში, „ატლეტიკო“ მატჩის დებიუტში დაწინაურდა, რამაც დიეგო სიმეონეს გუნდის გამარჯვება მეტწილად განაპირობა. მე–8 წუთზე, დიეგო კოსტას პასის შემდეგ, დავიდ ვილიამ თითქმის დაუცველ კარში იოლად გადაგზავნა ბურთი და სტუმრები დააწინაურა. რამდენიმე წუთში, არდა თურანმა „ატლეტიკოს“ უპირატესობა 2 ბურთამდე გაზარდა, მაგრამ ხონათან ვიერას გოლით, მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მალევე მოახერხეს.

მიუხედავად ამისა, სტუმრებს თამაშს ტემპი არ დაუგდიათ და შესვენებამდე, კიდევ ერთხელ აიღეს მასპინძელთა კარი – თავი ამჯერადაც თურანმა ისახელა. ასე იყო თუ ისე, სიმეონეს გუნდი 3:1 იგებდა და ისღა დარჩენოდა, საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიეყვანა. 75–ე წუთზე, საულის ავტოგოლით სტუმრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაიმყარეს და 3 ქულაც გაინაღეს. „რაიომ“ 76–ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – 2:4.

რაც შეეხებათ დანარჩენ მატჩებს, სტუმრად მოთამაშე„ბილბაომ“ „ოსასუნა“ 5:1 გაანადგურა, „ალმერიამ“ კი, „ხეტაფე“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

 

ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 9700

ალმერია – ხეტაფე 1:0 (0:0)

ალმერია: ესტებანი, დუბარბიერი, ტორსილერი, რაფიტა, ტრუხილიო, სორიანო (დიასი 70), ტებარი, აზიზი, ვიდალი, სუსო (ბარბოსა 78), ზონგო (კორონა 90).

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

ხეტაფე: მოია, ლოპესი, ესკუდერო (ლაგო 61), ლოპესი, აროიო, პედრო ლეონი, მიჩელი (ლასენი 71), კასტრო, მოსკერა (ლაფიტა 66), სარაბია, მარიკა.

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

გოლი: 1:0 ზონგო (49)

გაფრთხილება: ტებარი (76), დუბარბიერი (89) – სარაბია (37), ლასენი (75)

კარში დარტყმა: 7 (4) – 16 (5) ჯარიმა: 19 - 16 კუთხური: 10 - 12 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 45% - 55% სეივი: 5 – 3

 

პამპლონა. „ელ სადარი“. 15000

ოსასუნა – ბილბაო 1:5 (1:2)

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია, ლოლო (პუნიალი 67), ლოტიესი, ბერტრანი, არიბასი, სილვა (ტორესი 80), დე ლას კუევასი, არმენტეროსი, სეხუდო (აკუნია 35), რიერა.

მწვრთნელი: ხავი გრასია

ბილბაო: ირაისოსი, სან–ხოსე, ბალენსიაგა, გურპეგი, სუსაეტა (გომესი 80), იტურასპე (ლაპორტი 75), რიკო, ერერა, დე მარკოსი, ადურისი (სოლა 85), მუნიაინი.

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: 0:1 სუსაეტა (3), 1:1 არმენტეროსი (10), 1:2 ადურისი (16), 1:3 ადურისი (62), 1:4 გომესი (84), 1:5 სოლა (88)

გაფრთხილება: ლოტიესი (21), სილვა (47), აკუნია (65), არიბასი (71) – იტურასპე (19), ადურისი (27), გურპეგი (52), ბალენსიაგა (72)

გაძევება: არიბასი (76)

კარში დარტყმა: 11 (1) – 19 (9) ჯარიმა: 24 - 13 კუთხური: 1 - 8 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 4 – 0

 

მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი“. 11000

რაიო – ატლეტიკო 2:4 (1:3)

რაიო: რუბენი, აბრილია, ტიტო, ნაჩო, ტრასორასი, ბაენა (კასტილიო 76), საული, ვიერა, ლარივეი, ბუენო, ბანგურა (ფალკე 84).

მწვრთნელი: პაკო ხემესი

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ლუისი, გოდინი, მანკილიო, გაბი, თურანი, სოსა (ოლივერი, როდრიგესი 65), კოკე, ვილია (გარსია 80), კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 0:1 ვილია (8), 0:2 თურანი (30), 1:2 ვიერა (40), 1:3 თურანი (44), 1:4 საული (75ს.კ), 2:4 ლარივეი (76),

გაფრთხილება: ბაენა (26), საული (63) – მანკილიო (54)

კარში დარტყმა: 13 (6) – 15 (6) ჯარიმა: 16 - 13 კუთხური: 8 - 9 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 59% - 41% სეივი: 2 – 4

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 56355

ბარსელონა – მალაგა 3:0 (1:0)

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, პიკე, ალბა, მასკერანო, ფაბრეგასი, ჩავი (სერხი რობერტო 78), ბუსკეტსი, მესი, სანჩესი (აფელაი 87), პედრო (ტრაორე 61).

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო

მალაგა: კაბალიერო, ანხელერი, ანტუნეში, სანჩესი, ფლავიუ, ტისონე (დარდერი 81), დუდა, პერესი (მორალესი 66), კამაჩო, სანტა კრუსი (პავლოვსკი 26), ხუანმი.

მწვრთნელი: ბერნდ შუსტერი

გოლი: 1:0 პიკე (40), 2:0 პედრო (55), 3:1 სანჩესი (61)

გაფრთხილება: პიკე (30) – პერესი (16), დუდა (31), ფლავიუ (77)

კარში დარტყმა: 23 (10) – 4 (2) ჯარიმა: 13 - 16 კუთხური: 15 - 2 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 71% - 29% სეივი: 2 – 7

0.131638