კატალონიის “ბარსელონამ” და “პარი სენ-ჟერმენის” მცველმა ტიაგო სილვამ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. Sport.es-ის ცნობით, თუკი კლუბები სატრანსფერო ფასზე მორიგდებიან, 28 წლის ბრაზილიელი კატალონიელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
რამდენადაც ცნობილია, “ბარსელონაში”, ტიაგო სილვას ისეთივე ანაზღაურება ექნება, როგორიც გუნდის ლიდერებს აქვთ. ამ ეტაპზე, კონკრეტული ციფრები არ სახელდება. როგორც ირკვევა, მოლაპარაკების პროცესში, “ბარსას” ხელმძღვანელებიც და ტიაგო სილვაც მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდნენ.
სადღეისოდ, მთავარი “ბარსელონასა” და პსჟ-ს შეთანხმებაა. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელები პარიზელებს მცველის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს სთავაზობენ.