დიდი ალბათობით, გერმანული “გლადბახის” მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენი ზაფხულიდან კატალონიის “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. Goal.com-ის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
კატალონიურ გრანდს გერმანელის შეძენა 9-დან 12 მილიონ ევრომდე დაუჯდება. გარდა ამისა, ბონუსის სახით, “ბარსელონა” მიონხენგლადბახელებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სავარაუდოდ, შტეგენი “კამპ ნოუს” ბინადრებთან კონტრაქტს 2019 წლამდე გააფორმებს.
რამდენიმე დღის წინათ, “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ კლუბს ვიქტორ ვალდესის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს. მას ფეხბურთელის გვარი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ როგორც ირკვევა, საუბარი სწორედ შტეგენზე იყო.