ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” ორ მნიშვნელოვან ტრანსფერს გეგმავს. ესპანური მედიის ცნობით, “ბლაუგრანა” პოლ პოგბას (“იუვენტუსი”) და ვენსან კომპანის (“მანჩესტერ სიტი”) გადაბირებას ეცდება.
უეფას მიერ დაკისრებული ფინანსური ფეარ პლეის ჯარიმის გამო, არაა გამორიცხული, “სიტი” კომპანის შეელიოს. რაც შეეხება პოგბას, კატალონიელები 21 წლის ფრანგს “ახალ იაია ტურედ” მიიჩნევენ და მისი ტრანსფერით, შუა ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.
სავარაუდოდ, “ბარსელონა” კომპანისა და პოგბას ტრანსფერებზე მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამუშავდება.