ესპანური პრესის ცნობით, კატალონიის "ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" მცველით ლუკაშ პიშჩეკით დაინტერესდა. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა პოლონელ ფეხბურთელს დანი ალვეშის შემცვლელად მოიაზრებს.
როგორც ცნობილი გახდა, გერმანელები მზად არიან ტრანსფერზე მოლაპარაკება წამოიწყონ.
29 წლის ფეხბურთელი დორტმუნდელებმა 2010 წელს ბერლინის "ჰერტადან" უფასოდ ჩაიგდეს ხელში. გასულ სეზონში პიშჩეკმა დორტმუნდელთა შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა და 3 გოლიც გაიტანა.
გიორგი ბალახაძე