ფეხბურთი

11:38 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” პინტოს შემცვლელსაც ეძებს

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონაში” ორი ახალი მეკარე ჩაირიცხება. El Mundo Deportivo-ს ცნობით, ვიქტორ ვალდესის მსგავსად, 38 წლის ხოსე მანუელ პინტოც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს “კამპ ნოუს”.

“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ თადარიგი უკვე დაიჭირა და პინტოს შემცვლელებთან მოლაპარაკებები დაიწყო. მიმდინარე სეზონში, ვეტერანმა ესპანელმა პრიმერა დივიზიონში ერთხელ ითამაშა და კატალონიელთა კარს კოპა დელ რეის მატჩებში იცავდა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონაში”, ვიქტორ ვალდესის შემცვლელად “გლადბახის” კარის დარაჯ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს განიხილავენ, ხოლო ვინ იქნება გერმანელის დუბლიორი, ჯერჯერობით, უცნობია.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118098