ფეხბურთი

22:01 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” პიკესა და მონტოიას ახალ კონტრაქტებს სთავაზობს

ესპანური El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” გუნდის ორ მცველს, ხერარდ პიკესა და მარტინ მონტოიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

ხერარდ პიკესა “ბარსელონას” შორის მოქმედ კონტრატს ვადა 2015 წელს გასდის. იმის გათვალისწინებით, რომ თავად ფეხბურთელს კლუბში დარჩენის დიდი სურვილი აქვს, მასთან შეთანხმება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

ასე მარტივად არაა საქმე მარტინ მონტოიასთან დაკავშირებით. 22 წლის ფეხბურთელი, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, გუნდში თავისი ყოფით უკმაყოფილოა. საქმე ისაა, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მონტოიამ მოედანზე საერთო დროის მხოლოდ 12% დაჰყო. გასულ სეზონში, ეს მაჩვენებელი 33% იყო.

0.12268