ფეხბურთი

6:26 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მესიმ იხსნა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24–ე ტურში, არცთუ იოლი მატჩი ჰქონდა კატალონიის „ბარსელონას“, რომელიც „გრანადას“ ეწვია. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს და „მილანთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8–ფინალური მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნეს. აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ“, ისევე როგორც „მილანმა“ („პარმასთან“), ერთნაირი ანგარიშებით 2:1 იმარჯვეს.

ტრავმებისა და ჩემპიონთა ლიგის გამო, „ბარსელონა“ მოედანზე შედარებით გადახალისებული შემადგენლობით გავიდა. „მილანთან“ მატჩისთვის დაისვენეს კარლეს პუიოლმა, ჟორდი ალბამ და ანდრეს ინიესტამ, თუმცა უკანასკნელ ორს მოედანზე გასვლა მაინც მოუწია.

26–ე წუთზე, „გრანადა“ დაწინაურდა და კატალონიელი ქომაგიც აანერვიულა – ნოლიტოს პასს ოდიონ იგალო გამოეხმაურა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში, „ბარსამ“ ვერაფერი გააწყო, შეხვედრის მეორე ნახევარში კი, თავისი თამაში იპოვნა და 3 ქულაც მოიპოვა.

50–ე წუთზე, სესკ ფაბრეგასის შორეული დარტყმის შემდეგ, მასპინძელთა მეკარემ ბურთი არცთუ ხეირიანად მოიგერია, დამატებაზე კი, ლიონელ მესი აღმოჩნდა და მორიგი გოლი მიითვალა. დაახლოებით 15 წუთში, „გრანადას“ კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომლის შესრულებაც მესიმ ითავა. არგენტინელმა ეფექტური დარტყმით თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა – 2:1.

მინიმალური ანგარიშით იმარჯვა ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთმა 1/8–ფინალისტმა „მალაგამ“, რომელიც საკუთარ კედლებში „ბილბაოს“ დაუხვდა. ერთადერთი და, შესაბამისად, გადამწყვეტი გოლი მე–18 წუთზე გავიდა – ლუკას პიასონის პასის შემდეგ, ხავიერ სავიოლამ დაახლოებით 11 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და ანდალუსიელებს 3 ქულა ჩაუწერა აქტივში.

ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა ოსასუნაშიც, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „სარაგოსა“ დაამარცხა. თუმცა, ეს მატჩი სხვა რამით უფრო იყო გამორჩეული – მთავარმა არბიტრმა თითო გუნდის 7 ფეხბურთელი (ჯამში 14) გააფრთხილა, წითელი ბარათი კი, ერთხელაც არ ამოუღია.

როგორც შემდეგ გაირკვა, მატჩში ყველაზე მნიშვნელოვანი მე–4 წუთი იყო – აბელია დამიას ჩაწოდების შემდეგ კიკე სოლამ თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი სტუმართა კარში და „ოსასუნას“ საჭირო გამარჯვება მოუტანა.

 

მალაგა. „ლა როსალედა“. 28900

მალაგა – ბილბაო 1:0 (1:0)

მალაგა: კაბალიერო, სანჩესი, ლუგანო, ველიგტონი, ანტუნეში, პორტილიო, კამაჩო, პიაზონი (ხოაკინი 81), ისკო, ბაპტიშტა (სანტა კრუსი 58), სავიოლა (ტულალანი 59).

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ბილბაო: ფერნანდეს–კავადა, ირაოლა, ორტენეჩე, ლაპორტი, გურპეგი (სან–ხოსე 27), იტურასპე, ერერა, დე მარკოსი (ლიორენტე 65), სუსაეტა, ადურისი, გომესი.

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

გოლი: 1:0 სავიოლა (18)

გაფრთხილებები: კამაჩო (86), ლუგანო (89) – ირაოლა (42), ლაპორტი (61)

არში დარტყმა: 12 (7) – 8 (6) ჯარიმა: 16 - 17 კუთხური: 5 - 8 თამაშგარე: 0 - 6 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 6 – 6

 

ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 9100

ხეტაფე - სელტა 3:1 (3:1)

ხეტაფე: რუანო, ფერნანდესი, ესკუდერო, ბორხა (ლასენი 69), ტორესი, ბარადა, ლეონი (გავილანი 76), კასტრო, კოლუნგა (ალკასერი 82).

მწვრთნელი: ლუის გარსია პლასა

სელტა: ვარასი, ხონი, დევიდოვი, კაბრალი, ლაგო, ინსა (ვილა 59), ლოპესი, ფერნანდესი, კრონ-დელი, ორელიანა (ბერმეხო 67), ასპასი (მინა 59).

მწვრთნელი: პაკო ერერა

გოლები: 1:0 კოლუნგა (10), 1:1 ფერნანდესი (20), 2:1 კასტრო (33), 3:1 ფერნანდესი (42)

გაფრთხილებები: ბორხა (14) - კაბრალი (9)

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 15 (10)-5 (2), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-6, ჯარიმა: 16-9.

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“.

გრანადა – ბარსელონა 1:2 (1:0)

გრანადა: ტონიო, სიკეირა, ნიომი, მაინსი, ლოპესი, რიკო, რესიო, ტორჟე (ბრაიმი 75), ნოლიტო (ბუენანოტე 74), იგალო, არანდა (ელ–არაბი 58).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

ბარსელონა: ვალდესი, ალვესი, ადრიანო (ალბა 38), პიკე, მასკერანო, ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ტიაგო, მესი, სანჩესი (ტელიო 61), პედრო (ინიესტა 72).

მწვრთნელი: ჟორდი როურა

გოლები: 1:0 იგალო (26), 1:1 მესი (50), 1:2 მესი (73)

გაფრთხილებები: სიკეირა (34), ნიომი (68) – ტიაგო (88)

არში დარტყმა: 6 (5) – 17 (8) ჯარიმა: 15 - 14 კუთხური: 1 - 1 თამაშგარე: 0 - 6 ბურთის ფლობა: 27% - 73% სეივი: 6 – 4

 

პამპლონა. „ელ სადარი“. 17300

ოსასუნა – სარაგოსა 1:0 (1:0)

ოსასუნა: ფერნანდესი, დამია (არიბასი 80), რუბენი, ფლანიო, ლოლო, ბერტრანი, სანხურხო, არმენტეროსი, სეხუდო (სილვა 46), ნინო, სოლა (ლიორენტე 73).

მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

სარაგოსა: ხიმენესი, პარედესი, საპუნარუ, მინერო, მოვილია (კარმონა 64), პინტერი, აპონიო, მონტანიესი, ხოსე მარი, ბენვენიუ (როდრი 68), როჩინა (ორიოლი 76).

მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

გოლი: 1:0 სოლა (4)

გაფრთხილებები: სეხუდო (8), ფლანიო (28), ლოლო (38), ბერტრანი (41), სანხურხო (78), ნინო (90), ფერნანდესი (90) – ბენვენიუ (6), ხოსე მარი (51), პინტერი (54), მინერო (62), მონტანიესი (74), კარმონა (75), აპონიო (90)

არში დარტყმა: 8 (3) – 10 (3) ჯარიმა: 25 - 13 კუთხური: 7 - 4 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 41% - 59% სეივი: 3 – 2

 

1. ბარსელონა 24 21 2 1 80:27 65
2. ატლეტიკო 23 16 2 5 44:23 50
3. რეალი 23 14 4 5 58:22 46
4. მალაგა 24 12 6 6 37:21 42
5. ვალენსია 23 11 4 8 32:35 37
6. რაიო 23 12 1 10 33:39 37
7. სოსიედადი 23 10 6 7 37:29 36
8. ბეტისი 23 11 3 9 31:34 36
9. ლევანტე 23 10 3 10 29:35 33
10. სევილია 24 9 5 10 33:35 32
11. ხეტაფე 24 9 5 10 32:43 32
12. ვალიადოლიდი 23 8 6 9 32:29 30
13. ესპანიოლი 23 7 7 9 30:34 28
14. გრანადა 24 7 5 12 23:34 26
15. ბილბაო 24 7 5 12 29:47 26
16. ოსასუნა 24 6 7 11 20:27 25
17. სარაგოსა 24 7 3 14 23:34 24
18. სელტა 24 5 5 14 22:31 20
19. მალიორკა 23 4 6 13 23:43 18
20. დეპორტივო 24 3 7 14 28:54 16

 

 

17 თებერვალი: ოსასუნა – სარაგოსა, სოსიედადი – ლევანტე, ვალენსია – მალიორკა, ვალიადოლიდი – ატლეტიკო, ესპანიოლი – ბეტისი, რეალი – რაიო.

ბომბარდირები

მესი („ბარსელონა“) – 37, რონალდუ („რეალი“)– 24, ფალკაო („ატლეტიკო“) – 19, ადურისი („ბილბაო“), კასტრო („ბეტისი“) – 12, სოლდადო („ვალენსია“) – 11.

თეგებიპრიმერა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110092