“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობს. ესპანური პრესის ცნობით, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელისა და მისი ასისტენტების სასურველ ფეხბურთელთა სიაში ერთ-ერთი პირველი დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია. “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა კი პოლონელი ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალებით დაინტერესდა.
შეგახსენებთ, გერმანულმა სპორტულმა გამოცემებმა უკვე დაწერეს, რომ ლევანდოვსკიმ მიუნხენის “ბაიერნთან” წინასწარი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ინფორმაცია ფეხბურთელმაც უარყო და ბავარიულმა კლუბმაც.