ფეხბურთი

17:15 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” კუადრადოს უმიზნებს

კატალონიის “ბარსელონა” ფლორენციის “ფიორენტინას” ნახევარმცველის – ხუან კუადრადოს შეძენას ცდილობს. ესპანური მედიის ცნობით, “ბლაუგრანა” 25 წლის კოლუმბიელში 30 მილიონ ევროს იხდის.

აღსანიშნავია, რომ კუადრადოს სატრანსფერო უფლებები ორი კლუბის – “ფიორენტინასა” და “უდინეზეს” საკუთრებაა. ამგვარად, კატალონიელებს მოლაპარაკების გამართვა არაერთ მხარესთან მოუწევთ.

რამდენადაც ცნობილია, კუადრადოს შეძენა “იუვენტუსს”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ლივერპულსა” და “დორტმუნდსაც” სურთ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124601