კატალონიური “ბარსელონა” ნახევარმცველ ანდრე ინიესტასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებას განაგრძობს.
Marca-ს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა 29 წლის ფეხბურთელს ანაზღაურების სახით წელიწადში 12 მილიონი ევრო შესთავაზოს.
ეს ყველაფერი არაა. ესპანური პრესის ცნობით, სხვადასხვა პრემიალურების გათვალისწინებით, თანხა შესაძლოა 15-16 მილიონამდე გაიზარდოს. თუ შეთანხმება შედგა, ინიესტა ანაზღაურების მხრივ “ბარსელონაში” მეორე ფეხბურთელი იქნება (ლიონელ მესის შემდეგ).
ანდრეს მოქმედი კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება და კატალონიელებს მისი 2018 წლამდე გახანგრძლივება სურთ.