ფეხბურთი

19:59 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ჰუმელსმაც უარყო

“დორტმუნდის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი მატს ჰუმელსი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი “ბარსელონაში” გადასვლა უკვე გადაწყვეტილია.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ცნობის თანახმად, “დორტმუნდი” ჰუმელსის “ბარსელონაში” გაშვებას დასთანხმდა. ეს ინფორმაცია ჯერ გერმანული კლუბის ხელმძღვანელმა პირებმა უარყვეს, შემდეგ – იურგენ კლოპმა და ახლა, თავად ჰუმელსის ჯერი დადგა.

“გავრცელებულ ინფორმაციაში სიმართლე არაფერია. ასეთი ცნობები თითქმის ყველა ფეხბურთელზე ვრცელდება. ცოტა ხნის წინათ წავიკითხე, რომ გიუნდოგანი და მიულერი “ბარსელონაში” გადადიოდნენ. არადა, ფეხბურთელები ამ ქალაქს მხოლოდ სასადილოდ ეწვივნენ.

ჩემს შემთხვევაში, მსგავსი რამ აპრილშიც ხდებოდა. ამჟამად, არც “დორტმუნდს” და არც მე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ვიღაცის ინტერესებში უბრალოდ ჭორის გავრცელებაა.” – ციტირებს ჰუმელსის სიტყვებს Sky Deutshland.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119717