კატალონიის “ბარსელონა” მილანის “ინტერის” კარის დარაჯის – სამირ ჰანდანოვიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 28 წლის სლოვენიელის სანაცვლოდ, კატალონიელები მილანელებს 23 მილიონ ევროს სთავაზობენ. დიდი ალბათობით, “ინტერი” ამ შემოთავაზებაზე უარს იტყვის, რადგან მეკარის გასხვისება არ სურს. მილანელთა ახლადდანიშნული თავკაცი ვალტერ მაცარი ჰანდანოვიჩის გაყიდვის წინააღმდეგია.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ვიქტორ ვალდესის შემცვლელს აქტიურად ეძებს და ჰანდანოვიჩითაც ამიტომ დაინტერესდა. არაა გამორიცხული, ვალდესმა მომდევნო სეზონიც “კამპ ნოუზე” გაატაროს, შემდეგ კი, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს კლუბი.