კატალონიის “ბარსელონა” “ბილბაოს” ნახევარმცველის – ანდერ ერერას შეძენითაა დაინტერესებული. “ბლაუგრანა” 24 წლის ესპანელს იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ “კამპ ნოუს” შუახაზელი სესკ ფაბრეგასი დაემშვიდობება.
როგორც ირკვევა, “ბარსელონა” ფაბრეგასის გასაყიდად მზადაა და მასში 40-50 მილიონი ევროს აღებას გეგმავს. ამ ფულით, კატალონიელები ერერას იყიდიან, რომლის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხაც 36 მილიონ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასის შეძენით, “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.