ფეხბურთი

14:19 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” დანი ალვეშისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში უახლოეს პერიოდში კატალონიურ “ბარსელონასთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

30 წლის ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდის, მაგრამ კატალონიელები მისი შესაძლო დაკარგვისგან თავის დაზღვევას გეგმავენ და ამიტომ, საკუთარ ლიდერს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ.

El Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი პირადად აპირებს დანი ალვეშთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას, რათა ახალი, ხანგრძლივ პერიოდზე გაწელილი კონტრაქტის დეტალები შეუთანხმოს. მომავალი შეთანხმების ზუსტი ვადები და ფინანსური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბრაზილიელი ესპანეთის ჩემპიონის ღირსებას 2008 წლიდან იცავს, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშების 10 მატჩში კი, 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112123