კატალონიის “ბარსელონა” და “ლივერპულის” ფორვარდი ლუის სუარესი პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ. კატალონიური მედიის ცნობით, ტრანსფერის გასაფორმებლად კლუბებს შორის ფინანსურ მხარეზე მოლაპარაკებაღაა საჭირო.
ჯორჯო კიელინის კბენისა და 4-თვიანი დისკვალიფიკაციის გამო, მერსისაიდელები 27 წლის ურუგვაელის შენარჩუნებას დიდად აღარ ცდილობენ. კატალონიელები სუარესის ხელში ჩასაგდებად 24 მილიონ გირვანქასა და ჩილელ ალექსის სანჩესს შეელევიან.
შეგახსენებთ, რომ სუარესის დისკვალიფიკაციას ვადა 26 ოქტომბერს ეწურება.