ფეხბურთი

3:05 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და "ატლეტიკო" - კვლავ 100%-იანი შედეგი

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა. "ბარსელონამ" და მადრიდის "ატლეტიკომ" ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს.

კატალონიელებმა "რაიოსთან" გასვლით მატჩში იოლი გასეირნება მოაწყეს. 33-ე წუთზე მესი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მარჯვნივ გადაცემა პედროს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით შეხვედრაში ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე ფაბრეგასმა მარცხენა ფლანგიდან პედროს საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გაუკეთა და ესპანელმა ვარდნაში მეორე გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე პედროს ასისტენტობა ამჯერად ნეიმარი ითავა და ესპანელმა ჰეთრიკი შეასრულა.

მე-80 წუთზე "რაიოს" განადგურებას წერტილი ფაბრეგასმა დაუსვა. ესპანელმა საჯარიმოს ხაზის შიგნიდან მარტინესს შანსი არ დაუტოვა _ 0:4.

მიუხედავად წაგებისა "რაიო ვალეკანომ" "ბარსელონას" წარმატებული სვლა შეწყვიტა. კატალონიელებმა ბოლო 317 მატჩში პირველად დათმეს ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი _ 51%-49%.   

"ბარსელონას" მსგავსად გამარჯვება იზეიმა მადრიდის "ატლეტიკომაც". "ვალიადოლითთან" გამართულ შეხვედრაში ანგარიში 56-ე წუთზე გაიხსნა _ საჯარიმოში კოკეს მიერ ჩაწოდებული ბურთი გარსიამ თავური დარტყმით მეკარისგან შორეულ კუთხეში გადაგზავნა და სტუმრები დააწინაურა. 72-ე წუთზე "ვალიადოლიდის" ფეხბურთელებმა ცენტრში არაზუსტად ითამაშეს, შედეგად: კოკემ ერთი შეხებით კოშტა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ბრაზილიელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა 0:2 დააფიქსირა.  

ალმერიაში გამართული მატჩი საკმაოდ უხეში გამოდგა. მთავარმა არბიტრმა იაგობა არასატემ ორივე გუნდის ფეხბურთელებს 12 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა. შეხვედრაში ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ მეორე წუთზე გაიხსნა _ ვერზამ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით მასპინძლები დააწინაურა. 51-ე წუთზე სუსომ მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ზუსტად 4 წუთში შეცვლაზე შემოსულმა ელ ზარიმ თერთმეტმეტრიანი დარტმით ანგარიში 2:1 გახადა. მე-60 წუთზე კი "ლევანტეს" ნახევარმცველმა დიოპიმ მატჩის საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

სან სებასტიანში "სოსიედადი" და "მალაგა" უგოლო ფრეზე გაიყარნენ.

ამრიგად, პრიმერა დივიზიონში უდანაკარგო გუნდები კვლავ "ბარსელონა" და "ატლეტიკოა".

 

სან სებასტიანი. "ანოეტა". 24 000

სოსიედადი _ მალაგა 0:0 (0:0)

სოსიედადი: ბრავო, ანხელი, მარტინესი, გონსალესი, მარტინესი, ბერგარა, პარდო (ზურუტუზა 66), კასტრო (გრიეზმანი 66), პრიეტო, ველა აგირეთხე (სეფეროვიჩი 76).  

მწვრთნელი: იაგობა არასატე

მალაგა: კაბალერო, გამესი, ანგელერი, სანჩესი, ანტუნესი, პორტილო (კამაჩო 84), ტისონე, დუდა, დარდერი, ელისეუ (მორალესი 56), ელ ჰამდაოუი (სანტა კრუზი 66). 

მწვრთნელი: ბერნარდ შუსტერი

მსაჯი: ხოსე ანტონიო ვიტენესი

გაფრთხილება: მარტინესი (19), პრიეტო (41), პარდო (46) _ ანგელერი (48), ტისონე (51), სანჩესი (73).

კარში დარტყმა: 10 (2) - 11 (4) ჯარიმა: 10 - 14 კუთხური: 5 - 4 თამაშგარე: 5 - 1 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 4 - 2

 

 

ალმერია. "ხუეგოს მედიტერანეოსი". 9 646

ალმერია _ ლევანტე 2:2 (1:0)

ალმერია: ესტებანი, ნელსონი, ტრუილო, პელერანო, ფერნანდესი, ტებარი, ვერზა, სუსო (ბარბოსა 87), სორიანო (რაფიტა 59), ვიდალი, რიოსი (დიასი 75). 

მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი

ლევანტე: ნავასი, ლელი, ნავარო, ვინტრა, ხუანფრანი, დიოპი, პინტო, რიოსი (ელ ზარი 46), ივანშიჩი (ბარალი 82), ხუმეტრა, დიავარა (ნონგი 68). 

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი 

 

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო

გოლი: 1:0 ვერზა (პენ. 45+2), 2:0 სუსო (51), 2:1 ელ ზარი (პენ. 55), 2:2 დიოპი (60)

გაფრთხილება: სორიანო (24), ვერზა (47), ფერნანდესი (53), პელერანო (56), რიოსი (57) _ რიოსი (27), ლელი (40), ივანშიჩი (43), ხუმეტრა (62), ელ ზარი (77), ნავარო (86), პინტო (90+4)

გაძევება: ფერნანდესი (54)

კარში დარტყმა: 13 (8) - 16 (7) ჯარიმა: 16 - 18 კუთხური: 1 - 7 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 46% - 54% სეივი: 5 - 6

 

 

მადრიდი. "კამპო დე ვალიეკასი". 11 740

რაიო _ ბარსელონა 0:4 (0:1)

რაიო: მარტინესი, ტიტო (მარტინესი 46), გალვესი, ნიგუესი, არბილია, მოიკა პალასიო, ბაენა, პერეა (ემბარბა 48), ბუენო, ვიერა (ლარივეი 58), ტრაშორასი. 

მწვრთნელი: პაკო ხემესი

ბარსელონა: ვალდესი, მონტოია, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ხავი (დოს სანტოსი 83), სონგი, ფაბრეგასი, პედრო (ინიესტა 75), მესი, ნეიმარი (ტელო 80). 

მწვრთნელი: ხერარდ (ტატა) მარტინო

მსაჯი: კლოს გომესი

გოლი: 0:1 პედრო (33), 0:2 პედრო (47), 0:3 პედრო (72), 0:4 ფაბრეგასი (80)

გაფრთხილება: ტრაშორასი (22), ბაენა (40) _ ადრიანო (32).

კარში დარტყმა: 14 (9) - 14 (8) ჯარიმა: 21 - 16 კუთხური: 6 - 14 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 4 - 9

 

 

ვალიადოლიდი. "ხოსე სორილია". 16 935

ვალიადოლიდი _ ატლეტიკო 0:2 (0:0)

ვალიადოლიდი: მარინო, ბერგდიხი, პენა, რუედა, რუკავინა, სასტრე, როსი, რამოს სუარესი (ოსორიო 57), რამა, ებერტი (გარსია 83), გუერა (მანუჩო 74).

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

ატლეტიკო: კოურტოისი, მანქუილო, მირანდა, გოდინი, ფილიპე, გარსია (როდრიგესი 76), სუარესი, გაბი, კოკე (ლეო 84), კოშტა, ვილია (თურანი 58).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლი: 0:1 გარსია (56), 0:2 კოშტა (72)

გაფრთხილება: სასტრე (13), როსი (53) _ სუარესი (17), გაბი (68)

კარში დარტყმა: 11 (2) - 15 (6) ჯარიმა: 15 - 13 კუთხური: 2 - 6 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 4 - 2 

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148564