“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი, მცველ მარკ ბარტრასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. ესპანური პრესის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ბოლოდროინდელი თამაშით, კატალონიელები კმაყოფილნი არიან და ამის შესახებ თავად ბარტრასაც აუწყეს, თუმცა, მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯერ არ შემდგარა.
შეგახსენებთ, “ბარსელონას” მეკარე ვიქტორ ვალდესმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “სელტიკის” სტუმრად ძლევის (1:0) შემდეგ გაკეთეულ კომენტარში, მარკ ბარტრას კარგ თამაშზე გაამახვილა ყურადღება და 22 წლის ფეხბურთელს, კატალონიური კლუბის შეუცვლელ მოთამაშედ დამკვიდრება უწინასწარმეტყველა.