ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” ინგლისური “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავის – სერხიო აგუეროს გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ Tribalfootball-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, შეტევის ხაზის გასაძლიერებლად, “ბარსელონას” სახელს ყველაზე აქტიურად ბრაზილიელ ნეიმარს უკავშირებდნენ, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ უახლოეს სატრანსფერო სეზონში, “სანტოსის” შემტევი “კამპ ნოუზე” არ გადაბარგდება. აგუერო სწორედ ნეიმარის ალტერნატივადაა მიჩნეული.
შესაძლოა, აგუეროს ტრანსფერზე გავლენა კატალონიელთა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმაც იქონიოს, რომელიც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მასთან ერთად თამაშობს და დიდი ხნის მეგობრობაც აკავშირებს.