ფეხბურთი

0:20 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” ვილაშ-ბოაშს ჩააბარებენ?

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტიტო ვილანოვა ”ბარსელონას” ტოვებს, ევროპულ პრესაში დიდი ბჭობაა გამართული – ვინ იქნება კატალონიელთა ახალი დამრიგებელი.

პირველი ვარიანტი “ხირონას” ექს-თავკაცი და აწ უკვე “ბარსას” სამწვრთნელო შტაბში შესული რუბი გახლდათ, შემდეგ “სელტას” დამრიგებელ ლუის ენრიკეს გვარიც გახმაურდა, ახლა კი, ანდრე ვილაშ-ბოაშის ჯერიც დადგა.

AS-ის ცნობით, “ბარსელონას” გაწვრთნის რეალური შანსი სწორედ ლონდონის “ტოტენჰემის” ამჟამინდელ დამრიგებელს გააჩნია.

პორტუგალიელი სპეციალისტის კონტრაქტში სპეციალური პუნქტი გახლავთ შეტანილი, რომლის თანახმადაც კატალონიური გრანდის დაინტერესების შემთხვევაში, მას ლონდონის აბარგების უფლება აქვს.

თუკი “ბარსას” არჩევანი მართლაც ვილაშ-ბოაშზე შეჩერდა, მაშინ “ტოტენჰემი” კომპენსაციის სახით 14 მილიონ ევროს მიიღებს.

0.111381