ფეხბურთი

12:51 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” ვალი 250 მილიონამდე შემცირდება

ეკონომიკურ საკითხებში კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ფაუსმა კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფინანსური წლის დასრულებამდე, “ბლაუგრანას” ვალი მნიშვნელოვნად შემცირდება.

“როდესაც კლუბში მოვედით, ვალი 440 მილიონი ევრო იყო. სადღეისოდ, ეს ციფრი 330 მილიონამდე შემცირდა. ველით, რომ ფინანსური წლის ბოლოს, “ბარსელონას” ვალი 250 მილიონი ევრო იქნება. ამგვარად, 4 წელიწადში ვალის 200 მილიონით შემცირებას შევძლებთ. გამოდის, რომ 4-5 წლის შემდეგ, “ბარსას” ვალი საერთოდ აღარ ექნება.

ყატარში ახალ სპონსორს ვეძებთ. ყატარელები “ბარსას” იმიჯს არ გააფუჭებენ. სიმართლე გითხრათ, არც ჩვენ მოგვწონს, ამის საჭიროება რომ არსებობს. როცა მათთან კონტრაქტის გახანგრძლივების დრო მოვა, ყველა საკითხს დეტალურად განვიხილავთ. ყველა საკითხი დირექტორთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს”, - განუცხადა ფაუსმა Marca-ს.

 

0.115699