ფეხბურთი

14:15 | 18.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” ტელიოს ან ტიაგოს გაყიდვა მოუწევს

მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” შემტევის – ხუან მატას შეძენას ეცდება. El Mundo Deportivo-ს ცნობით, საჭირო ფინანსების მოსაძიებლად, კატალონიელები კრისტიან ტელიოს ან ტიაგო ალკანტარას გაყიდიან.

რამდენადაც ცნობილია, “ჩელსის” ახლადდანიშნული თავკაცი ჟოზე მოურინიო მატას ადგილს თავის გუნდში ვერ ხედავს და მისი გაყიდვა სურს. ჯერჯერობით, თავად ესპანელი “სტემფორდ ბრიჯის” დატოვებას არ ჩქარობს და აცხადებს, რომ ლონდონელები მის გასხვისებას არ გეგმავენ.

ცნობისათვის, ტიაგოს რამდენიმე ინგლისური კლუბი ეპატიჟება, ტელიოს ხილვა კი, “დორტმუნდს”, “შალკესა” და “ლივერპულს” სურთ.

 

0.114827